სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება მასზე „გენერალურ შეტევას“ გეგმავს და მისი დამონტაჟებული საუბრის გამოქვეყნებას აპირებს.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, ეს გეგმა მმართველ გუნდს არანაირ შედეგს არ მისცემს, მით უფრო, რომ „ამას მათი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს“. მან ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ დააანონსა. გოგაშვილის ბრალდებას შს მინისტრი უბსურდულს უწოდებს.
ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.