გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 03:18 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით - 23კმ-ში, სოფელ სამებასთან 11კმ-ში იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.6 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.