ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

17 აგვისტო 2022, 20:04 1305 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები

ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი