ქართველი და ლიტველი ხელოვანების ''ორი მხარე''. გამოფენა ხვალ, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. თავიანთ ნამუშევრებს თამარ ბოჭორიშვილი და რაიმონდა სერეკეიტე წარადგენენ. ერთობლივი პროექტის განხორციელებამდე, ორი ახალგაზრდა ხელოვანი ქალი ერთმანეთს არ იცნობდა. მათი იდეები თანამედროვე ხელოვნების სივრცის თავისუფალი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. გამოფენა ხვალ 6 საათზე გაიხსნება და 4 ივნისამდე გაგრძელდება.