ფეხბურთელი გარი ქიქავა დღეს გულშემატკივრებმა ბათუმის სტადიონიდან უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების თანხლებით გააცილეს

16 აგვისტო 2022, 17:22 5219 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გარი ქიქავა დღეს გულშემატკივრებმა ბათუმის სტადიონიდან უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების თანხლებით გააცილეს. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა წლების მანძილზე ბათუმისა და თბილისის „დინამოში“, ასევე ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ზღვისპირულ გუნდში გაატარა. გარი ქიქავას საფეხბურთო კარიერა 1965 წელს ბათუმის „დინამოში“ დაიწყო და 1975 წელს ამავე გუნდში დასრულდა. ამპლუით ნახევარმცველმა ათწლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე 180-მდე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ გარი ქიქავა ბათუმელთა ახალი თაობის აღმზრდელი მწვრთნელი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი