ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები პოლონეთში გაემგზავრნენ. დღეიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ვროცლავში პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, გახსნის ცერემონიას მუსიკალურად სწორედ საოპერო დასის სოლისტები გააფორმებენ.