“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარს, ანზორ ბოლქვაძეს ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

15 აგვისტო 2022, 14:41 830 ნახვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარს, ანზორ ბოლქვაძეს ნეპოტიზმსა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს - ორგანიზაციამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ კორუფციულ რისკებს წარმოაჩენს  სახელმწიფო შესყიდვებში  შპს „როდას“ მონაწილეობა, რომლის მფლობელი დეპუტატის ახლობელია.   დასკვნაში აღნიშნულია რომ  კომპანიამ  2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო.

ჯამური თანხის ნახევარზე მეტი გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციაში კომპანიასა და ანზორ ბოლქვაძეს შორის ახლო ნათესაურ კავშირს უკავშირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ -საგამოძიებო სამსახურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.  

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნას უსაფუძვლოს უწოდებს ანზორ ბოლქვაძე .  მაჟორიტარისთვის  ბრალდებები მიუღებელია. იგი აცხადებს, რომ კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ბოლქვაძე განმარტავს რომ აღნიშნული კომპანია წლებია დამოუკიდებლად  ფუნქციონირებს და ტენდერებში კონკურენციით იმარჯვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი