ბათუმში შავი ზღვის 3 დღიანი ჯაზ ფესტივალი დასრულდა

15 აგვისტო 2022, 11:02 937 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის 3 დღიანი ჯაზ ფესტივალი დასრულდა. ყველაზე ემოციური მსმენელისთვის ჰოლანდიელი  ქენდი დალფერისა და მისი ბენდის  მიერ ცნობილი ჰიტების აჟღერება აღმოჩნდა.   

პოპისა და ჯაზის გამორჩეულმა შემსრულებელმა ახალი ალბომიდან კომპოზიციები ექსკლუზიურად ბათუმში შეკრებილი მელომანებისთვის შეასრულა და უწყვეტი ემოციები დაიმსახურა.

გამორჩეულმა საქსაფონისტმა ქენდი დალფერმა კარიერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და მრავალ წარმატებასთან ერთად  გრემის მფლობელიც გახდა.

ვირტუოზი შემსრულებელი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება და ამბობს, რომ აქ ჩამოსვლა მისთვის ყოველ ჯერზე განსხვავებული და შთამბეჭდავია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი