ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო 13 აგვისტოს მოკლული 21 წლის ბიჭის საქმეზე მსჯელობს

15 აგვისტო 2022, 12:11 947 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლო  13 აგვისტოს მოკლული 21 წლის ბიჭის საქმეზე მსჯელობს.  მოსამართლე ნინო სახელაშვილი მკვლელობაში ეჭვმიტანილი 30 წლის კაცის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.  

გამოძიება ამ ეტაპზე მას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა შაბათს, ქობულეთში, „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე“, ცივი იარაღით დაჭრა რეზო ლომსაძე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლომსაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი