თანასოფლელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გურჯაანში, 47 წლის მამაკაცი დანით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაკავებულს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.