კიდევ ერთი ვირტუოზი, რომელსაც წლევანდელ ჯაზ ფესტივალზე ბათუმმა უმასპინძლა 6 გრემის მფლობელი ელ მაკეი და მისი ბენდია. ამერიკელი ლეგენდა 1960 წლიდან დღემდე აქტიურ შემოქმედებით კარიერას ეწევა.
ჯაზ ფესტივალზე ყველა ის ცნობილი ჰიტები შეასრულა ბენდთან ერთად რომელიც ყველა თაობის მსმენელისთვის გამორჩეულად საყვარელია.
ნონ/სტოპ რეჟიმში ბენდმა იმპროვიზაციულ მელოდიებზე მაყურებლის აცეკვება შეძლო. იყო უწყვეტი ოვაციები. ჯგუფის წევრებისგან აქტიურმა მსმენელებმა ინსტრუმენტის აქსესუარები მიიღეს საჩუქრად და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.
დღეს კი დასკვნით ფესტივალს საქსაფონისტი, ქენდი დალფერი დახურავს, რომელიც დაუვიწყარ სანახაობას აჩუქებს ბათუმს.