საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა დღეს განახლდება. დღეს მე-21 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.
"თელავი" საკუთარ მოედანზე "სამგურალს" დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
"დინამო" თბილისი კი 21:00 საათიდან ბოლნისის "სიონს" დაუხვდება.
რაც შეეხება "დინამო" ბათუმს.
შავიზღვისპირელები 14 აგვისტოს გორში "დილას" ესტუმრებიან.ეს დაპირისპირება ხვალ 21:00 საათზე არის ჩანიშნული.
20 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი 47 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე კი 38 ქულით "დინამო" თბილისია.