სახალხო დამცველი ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
კერძოდ, საუბარია იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების იმ განცხადებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.
სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.