სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქემ, თურქეთიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობები.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.