11 აგვისტო სამხედრო მედიცინის დღეა

11 აგვისტო 2022, 17:18 209 ნახვა

11 აგვისტო სამხედრო მედიცინის დღეა. სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს. თანამედროვე ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ისტორია საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების დღიდან იწყება. 1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება.  2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახური ნატოს სტანდარტების შესაბამის სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფისა და სამედიცინო ევაკუაციის თანამედროვე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში