განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში"

12 იანვარი 2017, 00:00 3478 ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობა“ გაიყო. ნაციონალური მოძრაობის წევრების უმეტესობა ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის.განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია.მისი თქმით,  პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა და უთანხმოება.

„ეს საკითხები ეხებოდა პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას,ეს საკითხები ეხებოდა პარტიის წარსულს და წარსულის შეფასებას, პარტიის აწმყოს და იმ მეთოდებს,იმ ადგილს რაც პარტიას უნდა ეკავოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში და რაც მთავარია, ეს უთანხმოება ეხებოდა და ეხება პარტიის მომავალს თუ რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთავაზოთ ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას.

ჩვენი შეფასებით, ყრილობა იმ ფორმით როგორც ის იგეგმება, მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პარტიის შემდგომ გახლეჩას, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე პარტიის წვერების მოკვეთას.

დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება ენმ-ს გაყოფა.

თქვენ დღეს ხედავთ გუნდს, ადამიანებს და სახეებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც ამ პარტიის იდეალებისთვის იბრძოდა და არასდროს უკან არ დაუხევია.

ეს ადამიანები და ეს გუნდი იყო სახე , ხერხემალი და საყრდენი „ნაციონალური მოძრაობის“. ამიტომ, არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა. სინამდვილეში, დღეს ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა,

ეს არის ჩემთვის ემოციურად უმძიმესი განცხადება, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ გუნდში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები ჩვენ შორის, ეს უთანხმოებები დღეიდან წარსულია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიხედებით წინ და ვიწყებთ მომავლის შენებას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი