დღეს, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება სრულდება

10 აგვისტო 2022, 10:28 1038 ნახვა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება სრულდება. 

აბიტურიენტმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით დღეს, 10 აგვისტოს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. 

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge

აბიტურიენტს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე - რამდენიმე დავალება.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია იხილეთ ამ ბმულზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში