აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება გაზარდა. ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება სამინისტროს მიერ 80 000 ლარით უფინანსდებათ, დამატებით 30 000 ლარს ბათუმის მერია გამოყოფს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტეში რეგისტრირებული მოქალქეებისათვის სამინისტრო 110 000 ლარს გასცემს. მინისტრის პირველი მოადგილე ევექსის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში კლინიკის ხელმძღვანელებთან და ტრანსპლანტოლოგიის გუნდთან ერთად იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ღვიძლი სამინისტროს თანადაფინანსებით გადაინერგეს. შეხვედრას დონორები და ის პაციენტი ესწრებოდა, რომელმაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია პირველმა, 2014 წელს ჩაიტარა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 34 პაციენტს ჩაუტარდა, გამოყოფილი თანხა 2 150 000 ლარს შეადგენს.