კოლეგის დაჭრაში ბრალდებულ ექიმს ბრალი დაუმძიმდა

07 აგვისტო 2022, 17:32 921 ნახვა

ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. მედიკოსს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.

ბრალდებული განზრახვას არ აღიარებს, თუმცა აღიარებს სროლის ფაქტს შეშინების მიზნით - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ განაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი