პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი.
საგამოძიებო მოქმედებები აჭარაში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში და მცხეთა-მთიანეში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.