ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა. პროექტში პირველ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 75 მოსწავლე მონაწილეობს.
ბანაკი რვა დღეს გასტანს და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია და გაიღრმავონ ცოდნა აქტუალურ საკითხებზე.
პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ყოველწლიურად 2019 წლიდან იმართება.