“ბომბორას თასი” ქობულეთში

07 აგვისტო 2022, 10:29 852 ნახვა

ქობულეთში, საფეხბურთო ჩემპიონატის ‘’ბომბორას თასის’’ გამარჯვებული ‘’ქობულეთის ლომები’’ გახდა. საფეხბურთო ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობდა.

გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო, თასები და მედლები გადაეცა. საფეხბურთო ტურნირი მინი ფეხბურთში ქობულეთის მერიის და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.

ნოდარ, იგივე ბომბორა გოგიტიძის სახელობის ტურნირი ქობულეთში მისი გარდაცვალების შემდეგ, 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი