10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ექიმს, რომელსაც ბრალად კლინიკის დირექტორის დაჭრა ედება.
შსს ინფორმაციით, ბრალდებულმა გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი დაჭრა. მოტივი კი ჯერ უცნობია.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.