ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

03 აგვისტო 2022, 17:35 1368 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 11.0 პროცენტზე დატოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. ამასთან  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  ბრიფინგზე განაცხადა.კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი