სუს-ის კრებსების საქმე - პროკურატურამ ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

03 აგვისტო 2022, 14:03 537 ნახვა

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერს ეკა ბესელიას ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. როგორც ბესელიამ  აღნიშნა, სატელეფონო საუბრების დიდი ნაწილი ეხება იმ პერიოდს, როდესაც ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. თქვა, რომ ეს გაცილებით უფრო სახიფათოა, რადგან  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მოსმენა კიდევ უფრო ამძიმებს იმ დანაშაულს, რომელიც ამ მუხლით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, დანაშაულის კვალი მიდის სახელმწიფო სტრუქტურებამდე,  ამიტომ ვარაუდობს, რომ ძნელად წარმოსადგენია გამოძიების ფარგლებში პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ.

ცნობისთვის, 2021 წლის 13 სექტემბერს ე.წ. კრებსები გავრცელდა, რომლებიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 000-მდე ფაილს შეიცავდა.

აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი