თეიმურაზ ჯუღელი სუმოდან გააცილეს

02 აგვისტო 2022, 13:07 1464 ნახვა

ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ სუმოდან გააცილეს. ქართველმა პროფესიონალური კარიერა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაასრულა და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სპეციალური ღონისძიებით გააცილეს.

ჯუღელი გაცილების ცერემონიაზე ქართულ ჩოხაში წარსდგა.

"ყველას, ვინც კი, დღევანდელ ცერემონიალს ესწრებით, მადლობას გიხდით. ეს, ჩემთვის დიდი პატივია. ცხადია, ჩვეულ ვარცხნილობასთან განშორება დასანანიც არის", - განაცხადა გაგამარუმ

თეიმურაზ ჯუღელი დოჰიოზე პირველად 2005 წელს გამოჩნდა. ამის შემდეგ საერთო ჯამში 89 ბაშოზე გამოვიდა და 1052 ორთაბრძოლიდან 516-ჯერ მოიგო

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში