ბსუ: საზაფხულო სკოლის პროგრამის დასასრული 

31 ივლისი 2022, 14:34 1270 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო სეზონური სკოლა - „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ დასრულდა.

სეზონური სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში გაეცნენ: კომუნიკაციის ფორმებსა და მისი წარმართვის ენობრივ საშუალებებს.

სემინარებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორები უძღვებოდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა წარმოეჩინა თუ როგორ აისახება პოლიტიკაზე ,,სიძულვილის ენა“, ასევე  პოლიტიკური პოლარიზმის უარყოფითი ზეგავლენა მასობრივ ცნობიერებაზე.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი