ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
7-დან ხუთს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2-ს კი ბრალად ედება ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.