არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატის საქმიანობაში, რომელიც ამავდროულად აჭარის პროპკავშირების თავმჯდომარეც არის. საზოგადოება ''ბათომის’’ წევრი, ილია ვერძაძის საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ირმა ზოიძე ამბობს, რომ დეპუტატმა ერთ-ერთი თანამდებობა უნდა დათმოს. ილია ვერძაძე, თავის საქმიანობაში კანონდარღვევას ვერ ხედავს, აცხადებს რომ ორივე სამსახურს ათავსებს, თუმცა არჩევანის შემთხვევაში საქმიანობას უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს.