კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის დინამო პოზნანის ლეხს მასპინძლობდა, აჭარაბეთ არენაზე შეკრებილმა მაყურებელმა დაძაბული შეხვედრა იხილა.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი დინამომ მოუმატა და ანგარიში თავური დარტყმით ვაწაძემ გახსნა, თუმცა შემდგომ პოლონელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა საბოოლოოდ 1:1 დასრულდა.
ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 6:1 ლეხის სასარგებლოდაა. ამით ბათუმის დინამო ევროტურნირებს საბოლოოდ გამოეთიშა.