ინვესტორებს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა გაუხანგრძლივდათ

28 ივლისი 2022, 14:56 972 ნახვა

დღესვე, სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრმა მთავრობის ახალ ინიციატივაზე გააკეთა განცხადება. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, იმ კომპანიებს, რომლებიც ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, მათ დამატებითი დრო პირობების შესასრულებლად  წლის ბოლომდე მიეცემათ. ინიციატივა კი როგორც მინისტრი აცხადებს, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია. 

ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციითვე, პანდემიის პირობებში  შეღავათით, რომელიც მთავრობის დადგენილებით  განისაზღვრა,  უკვე ისარგებლა  90-ზე მეტმა კომპანიამ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი