ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

27 ივლისი 2022, 14:06 413 ნახვა

2022 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდით  მთავრდება. მომდევნო დღეებში რამდენიმე საგანში ჩატარდება დამატებითი სესია კოვიდინფიცირებული აპლიკანტებისთვის.  ასეთი დამატებითი ტესტირება უკვე გაიარა 100-მდე გამოსაცდელმა.  საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შეაჯამა.

სოფიო გორგოძე ბათუმში ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაციას დაესწრო. წელს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. მასწავლებელთაგან  საგნისა და პროფესიული უნარების  გამოცდებზე 85%-მდე აპლიკანტი,  ხოლო სტუდენტთა საგნატო გამოცდაზე კი რეგისტრირებულთაგან 71% მივიდა.

ცენტრის მონაცემებით, სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი, მათ შორის გამოვლინდა მობილური შეტანის, დამხმარე მასალის აღმოჩენისა და გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტები.

საგამოცდო ტესტის ფოტოს ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტს სამართალდამცველები იკვლევენ.

რაც შეეხება გამოცდების შედეგებს, შეფასებები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოქვეყნდება, დაახლოებით 10 აგვისტოსთვის კი აპელაციის პროცესი დაიწყება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში