ომში ჩართვის რისკები რჩება, ივანიშვილის მოწოდება, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ფხიზლად იყოს რელევანტურია - კობახიძე

27 ივლისი 2022, 14:21 1057 ნახვა

ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, რისკები ბუნებრივია რჩება, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, წერილში საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო გზავნილებია.

"არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები, ამით იყვნენ დაინტერესებული, ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით მათ შორის იმ ძალებზე, რომელიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით, ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, ენჯეოები, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება თითქმის მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების, ომის რიტორიკის კამპანიაში, ეს არის დღესავით ნათელი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოებისთვის არის ძალიან მკაფიო გზავნილები მოცემული ამ წერილში და დანარჩენ დასკვნებს საზოგადოება თვითონ გამოიტანს. რისკები ბუნებრივია რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში, აქედან გამომდინარე თავისთავად ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სათანადო ურთიერთობები ჰქონდეთ, როგორც ამერიკის შეერთებულ  შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და ევროკავშირთან.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში, მათ შორის, ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რისკები თუ ზიანი მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში არსებულ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი