ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.