განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს, მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მარიხუანის და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.