„ამოკის“ ჩვენება

27 ივლისი 2022, 10:20 687 ნახვა

აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ  ღია ცის ქვეშ, იქ სადაც უახლოეს პერიოდში კინო მუზეუმი უნდა განთავსდეს,  ქართული მუნჯი კინოს შედევრი ,,ამოკის’’ ჩვენება გამართა. ფილმი ერთგვარი გახსენება იყო ქართული კინო ვარსკვლავის  ნატო ვაჩნაძის.

1927 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გადაღების სივრცედ აჭარა: ჩაქვი და ციხისძირი შეირჩა.,,ამოკი’’ ცნობილი ავსტრიელი მწერლის სტეფან ცვაიგის ნოველის ეკრანიზაციაა.

ფილმის შესახებ აუდიტორიას ხელოვნებამცოდნე ოლიკო ჟღენტი ესაუბრა. ღონისძიება მუსიკალურად რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის კვინტეტმა გააფორმა.

რაც შეეხება სულიკო ჟღენტის სახელობის  კინომუზეუმის საკითხს,  ხულოს ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია -რეკოსნტრუქციის შესახებ  ტენდერი მესამედ იმართება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში