"დინამო ბათუმის" დატოვების შემდეგ ლაზარე კუპატაძემ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მოგესალმებით ოფიციალურად დღეიდან, "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა "Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club" და ყველა გულშემატკივარს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიკ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით "- წერს ლაზარე კუპატაძე.
ლაზარე კუპატაძე დინამო ბათუმში 2021 წელს მოვიდა და ამ ხნის განმავლობაში 61 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი გასულ სეზონში "დინამოსთან" ერთად ეროვნული ლიგის და სუპერთასის მფლობელი გახდა. ასევე ის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.