ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი დაესწრო და შეკამათებაც მათ მიერ დასმულ კითხვებს მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ქმედებების გამო ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარის დამატებით დახარჯვა უნდა მოხდეს, რასაც უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ.
ოპოზიციამ მაგალითად ახალსოფლის ბაღი მოიყვანა, რომლის გამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტში დამატებითი თანხა გაიწერა. საკრებულოს სხდომაზე დღეს ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს.
2 მილიონზე მეტი ლარით თემების ცენტრების კეთილმოწყობას და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
ასევე მუნიციპალიტეტის ორი ფოლკლორული ჯგუფი საზღვარგარეთ გასტროლებზე გაემგზავრება.