დინამო ბათუმის ფანკლუბი შავი ზღვის პირატები განცხადებას ავრცელებენ.
"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის დინამოს სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე გუშინდელ „მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განცხადებას".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბათუმელებს პაატა ღუდუშაურის დამატება უნდათ.
გავრცელებული ინფორმაციის შესახებ "დინამოს" ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.