''დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო'' - გია გეგუჩაძე

21 ივლისი 2022, 22:56 2650 ნახვა

დინამო ბათუმი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პოლონეთში პოზნანის ''ლეხთან'' დიდი ანგარიშით 5-0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

''შესაფასებელიც არაფერია. დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო, ეს ლეხი გახლდათ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეტყობა რაღაც გამოგვეპარა, ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გუნდი არ თამაშობს, არ არის მოედანზე, ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა. მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა უბრალოდ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად გვყავს და გაცილებით მეტს ელიან ჩვენგან", - განაცხადა გია გეგუჩაძემ

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 28 ივლისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი