''დინამო'' პოლონეთში ''ლეხთან'' დიდი ანგარიშით დამარცხდა

21 ივლისი 2022, 21:58 2474 ნახვა

"დინამო ბათუმი" უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პოლონეთში პოზნანის ''ლეხთან'' დიდი ანგარიში 5-0 დამარცხდა.

სწრაფად მე-10 წუთზე სკორაშმა შორეული დარტყმით  ანგარიში გახსნა და პოლონელები წინ გავიდნენ.
8 წუთში სკორაშს დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა კუპატაძის კარი ძელმა იხსნა.

24-ე წუთზე სხვაობა ჟაო ამარალმა გაზარდა. 6 წუთში მეკარესთან ერთ-ერთზე გასულ სკორაშმა ზუსტად ვერ დაარტყა და ''დინამო'' ისევ გადარჩა.

მალევე შანსი ისევ სკორაშს მიეცა, რომლის დარტყმული ბურთი კობახიძეს მოხვდა და ლაზარე კუპატაძის კარში ჩაეშვა.

საბოლოო ჯამში პირველი ტაიმი პოზნანელებმა 3-0 მოიგეს.

მეორე ნახევარში ''ლეხმა'' ისევ გაიტანა, 66-ე წუთზე ჟოაო ამარალმაც შეძლო დუბლის გაფორმება.
შეხვედრის კონპენსიერებულ დროში გუნდის კაპიტანმა შაკმა საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 28 ივლისს ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი