შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.
კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო“, - განაცხადა დეგნანმა.