ღია პირველობა სპორტულ აკრობატიკაში

07 მაისი 2016, 00:00 3212 ნახვა

ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის, ტანვარჯიშის დარბაზში აჭარის ღია პირველობა მიმდინარეობს სპორტულ აკრობატიკაში, რომელშიც თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, მარნეულის, თერჯოლისა და გიუმრის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. შეჯიბრება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თანრიგოსნებს შორის, საერთაშორისო წესების მიხედვით ჩატარდება. შეჯიბრების ორგანიზატორი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში