ქობულეთში ცუდი სუნია - ციტრუსის საწარმომ ნარჩენები გადაყარა

06 ივლისი 2020, 20:37 2232 ნახვა

გაუსაძლის სპეციფიურ სუნზე საუბრობენ ქობულეთში მცხოვრები მოქალაქეები. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე მე-5 დღეა რაც ასეთ ვითარებაში უწევთ ყოფნა. ძლიერი სუნი, საღამოს 9-საათიდან, დილის 8-საათამდე ხდება განსაკუთრებით შესამჩნევი. რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობამ, ამ ფაქტზე, გუშინ საღამოს საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. მოსახლეობამ ზუსტად არ იცის მიზეზი, საიდან ვრცელდება სუნი ქალაქში. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს დამპალი მანდარინია, რომელსაც მაღალი სიცხის გამო აუვიდა სუნი.

ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მიაგნო კონკრეტულ ადგილს სადაც იყრება დამპალი მანდარინის ნარჩენები. ეს ტერიტორია, ახალსოფლის, თავდადებულის ქუჩის განაპირას მდებარე, ჭაობის არხში იყრება გაფუჭებული მანდარინი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მანდარინის ქერქი, ღია, არასამრეწველო ზონაში კანონდარღვევით ოყრება, რომელიც ეკოლოგიური პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთზე ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. წერილობით მოგვწერეს: "დღეს შემოვიდა შეტყობინება. შესაბამისი სამსახურები სწავლობენ საკითხს. სავარაუდოდ, ხვალ გვეცოდინება აღნიშნული საკითხის შესახებ" რამდენან კანონიერია ეს ქმედება და ვინ გასცა ნებართვა? ამ კითხვებზე არ გვიპასუხეს მერიაში და ხვალ შეგვპირდნენ საპასიხო კომენტარის გაკეთებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობს, რომ "ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო და ეცნობა ადგილობრივ მერიას"

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში