კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა

03 ივლისი 2020, 10:53 1403 ნახვა

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან, 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 კი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეა.   ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. ოთხით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 943 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 821 გამოჯანმრთელებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242 პაციენტი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.  

რაც შეეხება აჭარას, ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი მკურნალობს, ისინი სატვირთოს მძღოლები არიან და კორონავირუსი საზღვრის კვეთისას დაუდასტურდათ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში