ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება 3400 მეტრი სიგრძის ბაგირი , რომელსაც გეგმიური შემოწმების დროს რამდენიმე ადგილას წყვეტა დაუფიქსირდა. კომპანია ,,ბაგირმშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფუნქციონირება საბაგირომ აგვისტოში უნდა განაახლოს. სამუშაოებისთვის 125 ათასი ლარია გამოყოფილი. ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია.