აშშ-მ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო - BBC

27 მარტი 2020, 11:40 1807 ნახვა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-მ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. შესაბამისად, აშშ მსოფლიოში ვირუსის 82 404 შემთხვევით პირველ ადგილზეა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 782 შემთხვევაა დაფიქსირებული და იტალიაში 80 589. აშშ-ში COVID-19–ით 1100–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთი ხვალიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას დროებით უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხებათ მხოლოდ დიპლომატებსა ე.წ. „ც“ კატეგორიის ვიზის მქონე პირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში