საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო

26 მარტი 2020, 20:01 453 ნახვა

საქართველოში დამზადებული პირბადეების  დარიგება დაიწყო. პირბადეები უკვე დაურიგდა  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან.  

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საქართველოში დამზადებული პირბადეები იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი გადასცეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში