ამერიკაში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 მარტი 2020, 22:04 653 ნახვა

ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. 

"ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მღვდელმთავარმა არ დამალა მოძღვრის ვინაობა, ის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია. მეუფე საბამ აღნიშნა, რომ მამა იოსებს ამ ეტაპზე ტემპერატურა დასტაბილურებული აქვს. 

"მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ - პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. მადლობა ღმერთს, რომ მას არ აქვს ვირუსის მძიმე ფორმა და ეს არ არის გართულებული სიმპტომატიკა“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში