სარფში მოქალაქეებს დიდი ოდენობით ოქრო უკანონოდ გადმოჰქონდათ 

18 თებერვალი 2020, 11:21 482 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორ დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ასევე ავტომანქანის  კონტროლისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოავლინეს.

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი დაფიქსირდა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჯარიმები დაეკისრათ. თითოეულს 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის გადახდა მოუწევთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი